ხულიან ალვარესის გარემოცვა ფორვარდის „ატლეტიკოში“ გადასვლას შეცდომას უწოდებს #1TVSPORT
ხულიან ალვარესის გარემოცვა ფორვარდის „ატლეტიკოში“ გადასვლას შეცდომას უწოდებს #1TVSPORT

ხულიან ალვარესის გარემოცვას მიაჩნია, რომ ფორვარდის გადასვლა „ატლეტიკოში“ შეცდომა იყო.

არგენტინელი ფეხბურთელის ახლობლების სიტყვებით, ალვარესი უკმაყოფილოა გუნდში თავისი სტატუსით.

„მას არასოდეს აძლევდნენ იმ ადგილს, რომელსაც, მისი აზრით, იმსახურებს. ის შეეგუა და ნაწყენია, რადგან გასულ სეზონში თითქმის 30 გოლი გაიტანა, მაგრამ აყენებდნენ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე, რათა მცველებს გაკიდებოდა, ან შესვენებაზე შეეცვალათ.

არ უნდა დავადანაშაულოთ სიმეონე იმაში, რომ მან არ იცის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავთან მოქცევა. ის ამას ვერ შეეჩვია, ასე რომ, ეს ჩვენი ბრალია, რომ „ატლეტიკოში“ გავუშვით. სიმეონეს გუნდში გადასვლა შეცდომა იყო“, – განაცხადა ალვარესის გარემოცვის წარმომადგენელმა ინტერნეტტელევიზია El Chiringuito-სთან კომენტარში.