ხულიან ალვარესი - „სიტიში“ მუნდიალის ფავორიტებზე კამათისას გვარდიოლამ ჩემზე მიანიშნა #1TVSPORT
ხულიან ალვარესი - „სიტიში“ მუნდიალის ფავორიტებზე კამათისას გვარდიოლამ ჩემზე მიანიშნა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა, ხულიან ალვარესმა თავისი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსე გვარდიოლას პროგნოზზე ისაუბრა, რომელიც მან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე გააკეთა.

„სიტიში“ ჩემს ერთ-ერთ პირველ დღეს პეპი, როდრი და პორტუგალიელი ფეხბურთელები განიხილავდნენ ნაკრებებს, რომლებსაც შეეძლოთ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. მე გავჩუმდი. ისაუბრეს პორტუგალიაზე, საფრანგეთზე. გვარდიოლამ კი თქვა, – „იცით ვის აქვს საუკეთესო შანსი?” – და შემდეგ ჩემზე მანიშნა“, – განაცხადა არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა Varsky Sports-თან ინტერვიუში.

22 წლის ფეხბურთელმა არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. კატარში გამართული ტურნირის ფინალში არგენტინელებმა საფრანგეთი (3:3, 4:2 პენალტებით) დაამარცხეს და მსოფლიო ჩემპიონატი მესამედ მოიგეს.

2022/23 წლების სეზონში ალვარესმა „მანჩესტერ სიტის“ მაისურით ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სოციალურ ქსელში ფეხბურთელმა Marvel-ის კომიქსების სუპერგმირის ლურჯნიღბიანი ფოტო გამოაქვეყნა, რომლის ფანიც არის. მანამდე ალვარესი ტურნირებში გამარჯვებას ასევე ზეიმობდა. პორტალი Transfermarkt-ი ფეხბურთელის ღირებულებას 32 მილიონ ევროდ აფასებს.