ხულიან ალვარესი ლა ლიგის პირველი ტურის მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ხულიან ალვარესი მონაწილეობას ვერ მიიღებს. მადრიდის „ატლეტიკოს“ მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ არგენტინელი შემტევი ჯერ კიდევ არ არის ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში.
„ამ ეტაპზე ვთვლით, რომ ხულიანი მოედანზე გასასვლელად მზად არ არის. მაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ის კონდიციებს აღიდგენს. ჩვენთვის მთავარი ფეხბურთელზე ზრუნვაა, რათა მან თავისი პოტენციალის 100 პროცენტით წარმოჩენა შეძლოს“.
ამავდროულად, არ წყდება სატრანსფერო მითქმა-მოთქმა არგენტინელი ფეხბურთელის გარშემო. კატალონიის „ბარსელონა“ წინა ხაზის გასაძლიერებლად მის გადაბირებას აქტიურად ცდილობს. ადგილობრივი პრესის ცნობით, თავად 26 წლის მოთამაშესაც არ მოსწონს მადრიდულ კლუბში არსებული სიტუაცია, თუმცა „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა კატეგორიულ უარზეა – ისინი უშუალო კონკურენტისთვის ფეხბურთელის მიყიდვას გამორიცხავენ და ტრანსფერს ბლოკავენ.
ახალი სეზონის პირველ მატჩს მადრიდის „ატლეტიკო“ 19 აგვისტოს ჩაატარებს. მათი მეტოქე ელიტაში ახლად დაბრუნებული „მალაგა“ იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.