ხულიან ალვარესი ახლოს არის „არსენალში“ გადასვლასთან #1TVSPORT
ხულიან ალვარესი ახლოს არის „არსენალში“ გადასვლასთან #1TVSPORT

ლონდონის „არსენალის“ წარმომადგენლებმა დახურული მოლაპარაკებები გამართეს მადრიდის „ატლეტიკოს“ 26 წლის ფორვარდის, ხულიან ალვარესის აგენტებთან, – იტყობინება ინტერნეტგამოცემა TEAMtalk-ი.

წყაროს ინფორმაციით, ორივე მხარემ მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ალვარესის გადასვლა „არსენალში“ პრაქტიკულად დასრულებულია.

მიუხედავად „ბარსელონასა“ და „ჩელსის“ მხრიდან ინტერესისა, „არსენალმა“ სწრაფად მოქმედება გადაწყვიტა, რამაც პრემიერლიგის ლიდერს მოლაპარაკებებში წარმატების მიღწევის შესაძლებლობა მისცა. გარიგების წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა „არსენალის“ მზადყოფნა, დააკმაყოფილოს როგორც ალვარესის, ასევე „ატლეტიკოს“ ყველა მოთხოვნა. ეს ეხება როგორც ფინანსურ პირობებს, ასევე მოთამაშეების უპრობლემო რეგისტრაციის უზრუნველყოფას, რაც შეიძლება პრობლემა ყოფილიყო „ჩელსისა“ და „ბარსელონასთვის“.

წყარო ამტკიცებს, რომ ალვარესმა სიხარულით მიიღო „არსენალის“ წინადადება, რადგან დიდი ხანია, ოცნებობდა ინგლისში დაბრუნებაზე, რათა ისევ ებრძოლა ტიტულებისთვის.

ამ სეზონში არგენტინელმა 44 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ატლეტიკოსთან“ 2030 წლის ზაფხულამდეა ძალაში.