ხულენ ლოპეტეგი „რეალის“ მწვრთნელად წარადგინეს
ხულენ ლოპეტეგი „რეალის“ მწვრთნელად წარადგინეს

მადრიდის “რეალმა” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხულენ ლოპეტეგი ოფიციალურად წარადგინა. როგორც წინასწარ იყო გამოცხადებული, 51 წლის სპეციალისტთან სამ სეზონზე გაფორმდა კონტრაქტი.

ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე დაითხოვეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ მწვრთნელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ზურგსუკან აწარმოებდა მოლაპარაკებებს მადრიდის “რეალთან”.