ხუჭუა და მარიამიძე პირველივე წრეში დამარცხდნენ - წურწუმია მერვედფინალშია | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშთსი ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს სტარტი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში შეჯიბრმა აიღო და საქართველოს ღირსებას ოთხი სპორტსმენი იცავს – ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ლაშა მარიამიძე (63 კგ.), გიორგი ხუჭუა (72 კგ.) და ლაშა გობაძე (82 კგ.).

ქართველთაგან პირველმა გიორგი ხუჭუამ იასპარეზა, რომელიც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, გერმანელ ფრანკ სტაებლერს დაუპირისპირდა. ქართველი ფალავანი თავიდან დაწინაურდა, თუმცა შემდეგ უპირატესობა გერმანელმა მოიპოვა. პირველი პერიოდი მისი გამარჯვებით 5:3 დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარში სტაებლერმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოო ჯამში 12:3 იმარჯვა.

ლაშა მარიამიძე თურქ რაჰმან ბილიჩის შეხვდა.  ორთაბრძოლა თურქი სპორტსმენის უპირატესობით დაიწყო და მან პირველივე პერიოდში, 9:0 მოიგო.

პირველი შეხვედრა უკვე დაასრულა ნუგზარ წურწუმიამაც. იგი საკვალიფიკაციო ეტაპზე ირანელ მოსლემ მაჰმუდ ნადერიხადემს საუპირისპირდა. მეორე პერიოდის დაწყებიდან ერთ წუთში წურწუმიამ მაყურებელს საოცარი ილეთი შესთავაზა.

ქართველმა ფალავანმა 6:1 მოიგო და მერვედფინალში გავიდა.

ხუჭუა და მარიამიძე ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლის შანსს, იმ შემთხვევაში შეინარჩუნებენ თუ მათი მეტოქეები ჩემპიონატის ფინალში გავლენ.