ხუანფრანი, შესაძლოა, აშშ-ში ან ბრაზილიაში აღმოჩნდეს
ხუანფრანი, შესაძლოა, აშშ-ში ან ბრაზილიაში აღმოჩნდეს

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი ხუანფრანი შესაძლოა, კარიერის გასაგრძელებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ბრაზილიაში გადავიდეს, – ამტკიცებს ESPN.

როგორც ირკვევა, ვეტერანი ფეხბურთის მიმართ დაინტერესებას გამოთქვამენ „კორინთიანსი“ და „სან პაულუ“, აგრეთვე „ნეშვილი“, რომელიც MLS-ში თამაშობს. ესპანელის კონტრაქტი „ატლეტიკოსთან“ რამდენიმე დღეში იწურება, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდება.

34 წლის ხუანფრანი „ატლეტიკოში“ 2011 წლიდან თამაშობს. სულ მადრიდული გუნდის შემადგენლობაში მან 355 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და 41 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. „ატლეტიკოში“ ხუანფრანი ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ორ-ორჯერ მოიგო ესპანეთის თასი, ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.