ხუან მატა საფეხბურთო კარიერას ავსტრალიის ჩემპიონატში გააგრძელებს #1TVSPORT
ხუან მატა საფეხბურთო კარიერას ავსტრალიის ჩემპიონატში გააგრძელებს #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების ყოფილი წევრი ხუან მატა კარიერას ავსტრალიის საფეხბურთო ლიგის კლუბის, „ვესტერნ სიდნეი უონდერერსის“ რიგებში გააგრძელებს, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ბოლოს 36 წლის მატა იაპონურ „ვისელ კობეში“ ირიცხებოდა, თუმცა ტრავმების გამო მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა და მიმდინარე წლის იანვარში გუნდი დატოვა.

ამის შემდეგ მატა ესპანურ გუნდ „ნორდელანდთან“ ერთად ვარჯიშობდა და მედია მის ევროპაში დაბრუნებას ვარაუდობდა.

კარიერის მანძილზე ფეხბურთელი „ვალენსიის“, „ჩელსის“, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „გალათასარაის“ ღირსებას იცავდა. 2010 წელს ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ორი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონიც გახდა.

ავსტრალიურ კლუბთან ესპანელმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.