ხუან გუაიდომ მასშტაბური აქციის მოსამზადებლად რეგიონებში ტურნე დაიწყო
ხუან გუაიდომ მასშტაბური აქციის მოსამზადებლად რეგიონებში ტურნე დაიწყო

ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ რეგიონებში ტურნე დაიწყო. მისი თქმით, აპირებს მხარდამჭერებს შეხვდეს და ნიკოლას მადუროს გადადგომის მოთხოვნით, მასშტაბური აქცია მოამზადოს.

ვენესუელას ქალაქ ვალენსიაში გამოსვლისას გუაიდომ განაცხადა, რომ ის ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა, რომელსაც „ოპერაცია თავისუფლება“ უწოდა. მისი თქმით, ქვეყნის ყველა რეგიონში ჩავა, რის შემდეგაც კარაკასში აქციას გამართვას და მადუროს გადადგომას მოითხოვს.

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა და პარლამენტის სპიკერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესულას დროებით პრეზიდენტად ორი თვის წინ გამოაცხადა.