ხუან გუაიდო პენტაგონთან კონტაქტის დამყარებას ცდილობს
ხუან გუაიდო პენტაგონთან კონტაქტის დამყარებას ცდილობს

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო პენტაგონთან კონტაქტის დამყარებას ცდილობს. ხუან გუაიდომ თავის წარმომადგენელს დაავალა, დაუყოვნებლივ შეხვდეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთის შტაბის მეთაურს. ამის შესახებ განცხადება ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა გუაიდომ კარაკასში გამართული საპროტესტო აქციის დროს განაცხადა. მისი თქმით, ადმირალ კრეიგ ფოლერთან თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების საკითხები განიხილება.

გუაიდოს თქმით, ის ასევე აგრძელებს მოლაპარაკებებს ვენესუელელ სამხედროებთან, რათა ისინი ოპოზიციის მხარეს გადავიდნენ. მანამდე, ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ მზადაა ვენესუელაში არსებული კრიზისის დასარეგულირებლად მესამე ქვეყნის სამხედრო ჩარევა დაუშვას. ვენესუელას კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყანაში უცხოელი სამხედროები შეყვანის ნებართვა პარლამენტმა უნდა გასცეს.

ამერიკელმა ადმირალმა ფოლერმა განაცხადა, რომ ის გუაიდოსთან შესახვედრად მზადაა. „თუ ხუან გუაიდო და ვენესეულას ლეგიტიმური მთავრობა მიმიწვევს, დიდი სიამოვნებით ავხსნი, თუ როგორ დავეხმარები ვენესუელას არმიის თითოეულ ოფიცერს, რომელიც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და აღადგენს კონსტიტუციურ წყობას“, – დაწერა ამერიკელმა სამხედრო მეთაურმა „ტვიტერის“ გვერდზე.