ხუან გუაიდო მოსახლეობას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ აქციების ახალი ტალღისკენ მოუწოდებს
ხუან გუაიდო მოსახლეობას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ აქციების ახალი ტალღისკენ მოუწოდებს

ხუან გუაიდო ვენესუელის მოსახლეობას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გუაიდომ კარაკასში გამართული მასობრივი დემონსტრაციის დროს განაცხადა.

16 ნოემბერს ვენესუელის დედაქალაქში ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ გამართულმა დემონსტრაციამ მშვიდობიანად ჩაიარა.

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი 2018 წლის იანვრიდან გრძელდება. ოპოზიციონერი ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, 50-ზე მეტი სახელმწიფო აღიარებს, მათ შორის საქართველოც.

გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად მიმდინარე კვირას აღიარა ბოლივიის დროებითმა მთავრობამაც.