ხუან გუაიდო აცხადებს, რომ ვენესუელაში სამხედრო გადატრიალება არ არის და მშვიდობიანი ამბოხია

09:11, 01.05.2019

ხუან გუაიდო ახალ მიმართვას ავრცელებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერში ნიკოლას მადუროს ოპონენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება არ არის და მშვიდობიანი ამბოხია.

ახალ ვიდეომიმართვაში ხუან გუაიდო ვენესუელელებს ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს. დროებითი პრეზიდენტის განმარტებით, ნიკოლას მადუროს ძალაუფლების დასრულების მიზნის მთელი ვენესუელა ერთად უნდა დადგეს. ამასთან, ხუან გუაიდოს მტკიცებით, ნიკოლას მადუროს დღეს არმია გვერდით არ უდგას. ის და მისი მხარდამჭერები კი სულ უფრო მეტად წინაურდებიან.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნიკოლას მადუროს ოპონენტის ადგილმდებარეობა მითითებული არ არის.

მსგავსი