ხუან გუაიდო აცხადებს, რომ ნიკოლას მადურო ურუგვაიში 1,2 მილიარდი დოლარის გატანას ცდილობს
ხუან გუაიდო აცხადებს, რომ ნიკოლას მადურო ურუგვაიში 1,2 მილიარდი დოლარის გატანას ცდილობს

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო აცხადებს, რომ ნიკოლას მადურო ურუგვაიში 1,2 მილიარდი დოლარის გატანას ცდილობს. ამის შესახებ გუაიდომ კარაკასში თავისი მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამჟამად მადუროს რეჟიმი განაგრძობს ჩვენი ფულის მოპარვის მცდელობას. ისინი ცდილობენ, ურუგვაიში 1,2 მილიარდი დოლარი გაიტანონ. მოვუწოდებ ურუგვაის, უარი თქვას ვენესუელელი ხალხის სახელმწიფო ფულის ძარცვაში მონაწილეობაზე“, – განაცხადა ხუან გუაიდომ.

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ვენესუელაში სამოქალაქო ომი გამორიცხულია, რადგან მოსახლეობის 90 პროცენტს ცვლილებები სურს.

შეგახსენებთ, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ 23 იანვარს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა თავი. ის ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აშშ-მა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა აღიარეს.