ხრისტო სტოიჩკოვმა „რეალის“ საფლავის ქვასთან გადაიღო ფოტო
ხრისტო სტოიჩკოვმა „რეალის“ საფლავის ქვასთან გადაიღო ფოტო

ლეგენდარულმა ბულგარელმა ფეხბურთელმა ხრისტო სტოიჩკოვმა, რომელიც მრავალი წელი „ბარსელონას“ რიგებში თამაშობდა, მადრიდის „რეალს“ დასცინა. მას შემდეგ, რაც „სამეფო კლუბი“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა, სტოიჩკოვმა ფოტო გადაიღო საფლავის ქვასთან ერთად, რომელზეც „რეალის“ ემბლემა იყო გამოსახული, – წერს „მუნდო დეპორტივო“ (Mundo Deportivo).

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალში „აიაქსმა“ სტუმრად 4:1 გაანადგურა „რეალი“ და ორი მატჩის ჯამში 5:3 გაიმარჯვა.