ხოსეპ გუარდიოლა – ვკონცენტრირდეთ იმაზე, რას გავაკეთებთ მომავალში #1TVSPORT
MANCHESTER, ENGLAND - MAY 16: Pep Guardiola, Manager of Manchester City speaks to the media during a press conference ahead of their UEFA Champions League semi-final second leg match against Real Madrid at Manchester City Football Academy on May 16, 2023 in Manchester, England. (Photo by Clive Brunskill/Getty Images)
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გუარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის გამოსვლა შეაფასა. ტურნირის 2023 წლის გამარჯვებული ამჟამად ცხრილში 22-ე ადგილზეა.
„დარჩენილ ორ მატჩში, სავარაუდოდ, ერთი ქულის აღება საკმარისი იქნება პლეი ოფში გასასვლელად. სამი რთული გასვლითი შეხვედრა გვქონდა. უნდა შევცვალოთ საქმისადმი დამოკიდებულება და ვკონცენტრირდეთ იმაზე, რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში“, – განაცხადა გუარდიოლამ.
უკანასკნელ 10 შეხვედრაში ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილი „მანჩესტერ სიტი“ შვიდჯერ დამარცხდა. უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე კი ექვს შეხვედრაში რვა ქულა დააგროვა.
ინგლისის მოქმედი ჩემპიონი მერვე ტურში „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება.