ხოსეპ გუარდიოლა - „სიტის“ შემდეგ არ ვაპირებ, სხვა კლუბში ვიმუშაო #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გუარდიოლამ მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა. როგორც ესპანელი ამბობს, „სიტის“ შემდეგ არ აპირებს, სხვა კლუბში იმუშაოს.
„არ მსურს, გრძელვადიან გეგემბზე ვისაუბრო, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ „სიტის“ შემდეგ არ ვაპირებ, სხვა კლუბში ვიმუშაო. შესაძლოა, ნაკრები ჩავიბარო, რადგან ეს განსხვავებული საქმეა“, – განაცხადა გუარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, ინგლისურ გუნდს ის 2016 წლიდან წვრთნის.
საკლუბო კარიერის მანძილზე გუარდიოლა, „სიტის“ გარდა, „ბარსელონასა“ და „ბაიერნში“ მუშაობდა.