ხოსეპ გუარდიოლა – მსურს, „მანჩესტერ სიტის“ ყველა გულშემატკივარმა იცოდეს, რომ ახლა ისე, როგორც არასდროს, თქვენ გვერდით ვარ #1TVSPORT
დამოუკიდებელი კომისიის მიერ „მანჩესტერ სიტის“ ფინანსური რეგულაციების დარღვევაში გამტყუნების შემდეგ, გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ კლუბის მოთამაშეებს, თანამშრომლებსა და ქომაგებს სრული თანადგომა გამოუცხადა.
გამოძიების დასკვნის თანახმად, 2009-დან 2018 წლამდე პერიოდში „სიტი“ შემოსავლების ხელოვნურად გაზრდის მიზნით ყალბ ხელშეკრულებებს დებდა, რითაც გუნდმა ბიუჯეტში სავარაუდოდ 830 მილიონი ფუნტი შეიტანა.
„მსურს, „მანჩესტერ სიტის“ ყველა გულშემატკივარმა იცოდეს, რომ ახლა ისე, როგორც არასდროს, თქვენ გვერდით ვარ. მუდამ ვიდექი და მომავალშიც დავუდგები მხარში ჩემს გუნდს, მფლობელებს, ხელმძღვანელობას, მოთამაშეებს, პერსონალს, ენცო მარესკასა და ჩვენს გამორჩეულ ქომაგებს. დაიხსომეთ – ამ დაბრკოლებას ჩვენ ერთიანი ძალებით გადავლახავთ. უზომოდ მიყვარხართ“, – ამბობს გუარდიოლა.
თავად კლუბი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. მეტიც, აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერან სორიანომ, თანამშრომლებისადმი მიმართულ ვიდეოში მიმდინარე პროცესებს „პრემიერლიგის შეთქმულების თეორია“ უწოდა. ინგლისურ კლუბს ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად დრო 2 ოქტომბრამდე ეძლევა.