ხოსეპ გუარდიოლა „მანჩესტერ სიტიში“ კევინ დე ბრუინის შემცვლელად ფლორიან ვირცს მიიჩნევს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გუარდიოლა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, კევინ დე ბრუინის შემცვლელად გერმანელ ფლორიან ვირცს მიიჩნევს.
21 წლის ვირცი გასულ სეზონში „ლევერკუზენთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა. გასულ და მიმდინარე სეზონში ის გუნდის წამყვანი ფიგურაა.
გამოცემა „მეილ სპორტის“ ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელის ტრანსფერი, დაახლოებით, 85 მილიონი ფუნტი დაუჯდება.
33 წლის დე ბრუინს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და, დიდი ალბათობით, ის „სიტის“ დაემშვიდობება.