ხოსეპ გუარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელებს გუნდის გაძლიერებისკენ მოუწოდებს #1TVSPORT
ხოსეპ გუარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელებს გუნდის გაძლიერებისკენ მოუწოდებს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გუარდიოლა კლუბის ხელმძღვანელებს იანვარში სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, გუნდს რამდენიმე პოზიციის გაძლიერება სჭირდება, რათა მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ისევ შეძლოს.

„რამდენიმე პოზიციის გაძლიერება გვჭირდება. ახლა რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი ტრავმირებულია, რაც შედეგზე აისახება. როდესაც ყველა მოთამაშე მწყობრშია, ისეთივე გუნდი ვართ, როგორიც ადრე ვიყავით.

დიდი პრობლემაა დაცვის ხაზში და ეს რგოლი უნდა გავაძლიეროთ, ასევე ნახევარდაცვის საყრდენი ზონა. ვნახოთ, რის გაკეთებას შევძლებთ იანვარში“, – განაცხადა გუარდიოლამ.

„მანჩესტერ სიტიმ“ ბოლო 14 შეხვედრიდან მხოლოდ ორი მოიგო. ამჟამად ინგლისის მოქმედი ჩემპიონი პრემიერლიგაში 31 ქულით მეექვსე ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს“ 14 ქულით ჩამორჩება.