ხოსეპ გუარდიოლა – კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ „სიტიდან“ წავალ #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გუარდიოლამ ილაპარაკა თავის გეგმებზე ინგლისური კლუბიდან წასვლის შემდეგ. ესპანელმა სპეციალისტმა „სიტიში“ ცხრა წელი გაატარა, ნოემბერში კი ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის „იტიჰადზე“ 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.
„მინდა, რომ ხალხმა დამიმახსოვროს ისეთი, როგორიც მათ სურთ. „სიტისთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ წავალ. ამაში დარწმუნებული ვარ. არ ვიცი, დავასრულებ თუ არა კარიერას, მაგრამ შესვენების აღებას ვაპირებ“, – განაცხადა გუარდიოლამ.