ხოსეპ გუარდიოლა – ამ სეზონში „ოქროს ბურთის“ მფლობელისა და საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელის გარეშე ვთამაშობთ #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გუარდიოლამ გუნდის ცუდი სათამაშო ფორმის შესახებ ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, მისი გუნდი ორი საკვანძო ფეხბურთელის გარეშეა დარჩენილი.
„ამ სეზონში „ოქროს ბურთის“ მოქმედი გამარჯვებულის, როდრისა და გასულ სეზონში საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელის, ფილ ფოდენის გარეშე გვიწევს თამაში.
არცერთ გუნდს შეუძლია თამაში ცენტრალური მცველების, „ოქროს ბურთის“ მფლობელისა და საუკეთესო ინგლისელის გარეშე, რომელმაც ამ სეზონში მხოლოდ 4-5 მატჩი ჩაატარა უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა გუარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ ბოლო 10 თამაშიდან შვიდში დამარცხდა. როდრიმ ტრავმა სექტემბერში მიიღო და მისთვის სეზონი დასრულებულია, ხოლო ფილ ფოდენი მუდმივად კრიტიკის ობიექტია.