ხოსე კალიეხონის ესპანური არჩევანი – „ნაპოლის“ ყოფილ ფეხბურთელს ლა ლიგის სამი კლუბი ეპატიჟება

20:56, 13.08.2020

ხოსე კალიეხონს, რომელმაც თავისუფალი აგენტის სტატუსი მოიპოვა, მომავალი სეზონიდან ესპანეთის ჩემპიონატში ვიხილავთ, – წერს Corriere dello Sport.

გამოცემის ინფორმაციით, 33 წლის კალიეხონის შეძენა ერთდროულად სამ ესპანურ კლუბს სურს: „ატლეტიკოს“, „ბეტისსა“ და „სევილიას“.

ესპანელმა ფეხბურთელმა „ნაპოლი“ 2019/20 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და როგორც თავისუფალი აგენტი, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არაერთი კლუბისთვის ხელსაყრელ ვარიანტს წარმოადგენს.

მსგავსი