ხოსე კალიეხონი „ნაპოლიდან“ წავიდა
ხოსე კალიეხონი „ნაპოლიდან“ წავიდა

ნახევარმცველმა, ხოსე კალიეხონმა „ნაპოლი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, – იუწყება Sky Italia.

გამოცემიის ინფორმაციით, ნეაპოლელებმა სცადეს ფეხბურთელთან მოლაპარაკება და კონტრაქტის გახანგრძლივება, მაგრამ უშედეგოდ.

2019/2020 წლების სეზონში კალიეხონმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ხოსე კალიეხონი კარიერას, დიდი ალბათობით, ესპანეთში გააგრძელებს, რადგან ფეხბურთელით დაინტერესებულები არიან: „სევილია“, „ბეტისი“, „ესპანიოლი“, „ვილიარეალი“, „გრანადა“ და „ვალენსია“.