ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ლიდერობს
ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ლიდერობს

ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ლიდერობს.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მილანოვიჩი პირველ ტურში 51.48 პროცენტს აიღებს. მისი მთავარი მეტოქე, მეცნიერების ყოფილი მინისტრი დრაგან პრიმორაკი კი 19.29 პროცენტს.

შემდეგ ადგილებზე მოდიან დამოუკიდებელი კანდიდატი მარია სელაკ რასპუდიჩი და ივანნა კეკინი მემარცხენე მწვანე პოლიტიკური პარტიიდან „ჩვენ შეგვიძლია!“, რომელთაგან თითოეული რვა პროცენტზე მეტს აგროვებს.