ხორვატიის მთავრობის სხდომაზე მინისტრები ნაკრების მაისურებით გამოცხადდნენ
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისთან ისტორიულმა გამარჯვებამ (2:1) ხორვატიის ნაკრებს მსოფლიო თასისთვის ბრძოლის ისტორიული შანსი მისცა.
ფინალი 15 ივლისს გაიმართება, ამ შეხვედრას კი მთელი ქვეყანა ელის. წარმატებამ ამ ბალკანურ ქვეყანაში უდიდესი სიხარული გამოიწვია. ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი რომ ფეხბურთის დიდი მოყვარულია, ეს ყველამ იცის.
მაგრამ ხორვატიის ხელისუფლებაში ფეხბურთს მხოლოდ ის არ ქომაგობს. ამ გამარჯვების შემდეგ პირველივე სამთავრობო სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის თითქმის ყველა წევრი საკუთარი ეროვნული ნაკრების მაისურით გამოცხადდა.