ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

ხორვატიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე კენჭს ორი კანდიდატი იყრის. ესენი არიან ქვეყნის მოქმედი ლიდერი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და ოპოზიციური „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი ზორან მილანოვიჩი. პირველ ტურში ხორვატიის მოქმედმა ლიდერმა ამომრჩევლთა ხმების 26,65 პროცენტი მიიღო, ხოლო ოპოზიციონერ მილანოვიჩს ელექტორატის 29,55 პროცენტი მიემხრო.

მილანოვიჩი პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის წინააღმდეგ გამოდის და მხარს ევროზე გადასვლას უჭერს. გამარჯვების შემთხვევაში, ის დასავლეთ ევროპასთან და აშშ-სთან პარტნიორობის განვითარებას აპირებს. მის პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კორუფციასთან ბრძოლას და ფასიან, მაგრამ ხელმისაწვდომ ჯანდაცვას.

ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მოქალაქეებს სოციალური პირობების გაუმჯობესებას და უმუშევრობასთან ბრძოლას ჰპირდება. ამას გარდა, ის სახელმწიფო მმართველი ორგანოების რეფორმის ჩატარებას გეგმავს. გრაბარ-კიტაროვიჩი ხორვატიის სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის მომხრეა და მხარს უჭერს პრეზიდენტის უფლებამოსლების გაფართოებას.

ხორვატიაში 6 500 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნება. ხმის მიცემის უფლება სამი მილიონ 850 ათას მოქალაქეს აქვს.

მეორე ტურის წინ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა მკაფიო ფავორიტი ვერ გამოავლინა.

გამარჯვებული ის კანდიდატი იქნება, რომელიც ხმათა უბრალო უმრავლესობას მიიღებს.

დატოვე კომენტარი