ხორვატიამ ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა (ვიდეო)

ქალაქ როსტოვის სტადიონზე ერთმანეთს ხორვატიისა და ისლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ხორვატების შეტევებით დაიწყო, მაგრამ ტაიმის მეორე ნახევარში უპირატესობა ხელთ ისლანდიელებმა იგდეს და რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს კალინიჩის კართან, თუმცა ხან თავდამსხმელებს სიზუსტე ღალატობდათ, ხან კი ხორვატი მეკარე ყოჩაღობდა.

პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა და გამომდინარე იქიდან, რომ პარალელურ შეხვედრაში არგენტინა იგებდა, ისლანდიელებსაც ამ მატჩში აუცილებლად მოგება ესაჭიროებოდათ. ამიტომ, მეორე ტაიმში ჩრდილოელებმა ზეწოლა გააძლიერეს, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს. ხორვატების მორიგი კონტრიერიში მილან ბადელის ზუსტი დარტყმით დასრულდა – 0-1.

ისლანდიელებმა ფარხმალი არ დაყარეს და დაახლოებით იმ დროს, როდესაც ნიგერიამ არგენტინას გაუთანაბრა, მათაც მოახერხეს საპასუხო გოლის გატანა: პენალტი ზუსტად გილფი სიგურდსონმა შეასრულა.

ამ სიტუაციაში, როდესაც ორივე მატჩში ფრე იყო, მომდევნო ეტაპზე ხორვატიასთან ერთად ნიგერია გადიოდა, მაგრამ მატჩების ბოლო წუთებზე ჯერ ხორვატიამ მოახერხა მეორე გოლის გატანა, შემდეგ კი პარალელურ თამაშში არგენტინამაც გაიტანა გამარჯვებნის გოლი და ისლანდია მერვედფინალს მიღმა დარჩა.

საბოლოო ანგარიში – 2-1 ხორვატიის სასარგებლოდ და მომდევნო ეტაპზე მათ დანია ელოდებათ.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!