ხორვატია-საქართველოს მატჩი 21:00 საათზე დაიწყება
ხორვატია-საქართველოს მატჩი 21:00 საათზე დაიწყება

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას დღეს ხორვატიის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებთან ამხანაგური მატჩი გაიმართება, თუმცა ამ რანგის გუნდთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და გულშემატკივრების დიდ ინტერესს იწვევს.

საქართველოს ნაკრებს ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება, რომელმაც ვარჯიშისას ტრავმა მიიღო. ის ხორვატიასთან შეხვედრას გამოტოვებს.

„ჩვენ არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ხორვატიას ძალიან კარგი ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა. იმედია, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, ხორვატიასთან კარგ და ხარისხიან ფეხბურთის ვაჩვენებთ“, – განაცხადა ხორვატიაში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა.

ხორვატია-საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.