ხორვატია მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება (ვიდეო)

დრამატული გამოდგა დღეს გამართული მეორე მერვედფინალური მატჩიც, რომელშიც ერთმანეთს ხორვატიისა და დანიის ნაკრებები შეხვდნენ.

თამაში მხიარულად დაიწყო და მეოთხე წუთისთვის ანგარიში უკვე 1-1 იყო: მეორე წუთზე იერგენსენმა დანიის ნაკრები წინ გაიყვანა და ორ წუთში მანჯუკიჩმა წონასწორობა აღადგინა. მიუხედავად ასეთი დასაწყისისა, დარჩენილი დროის განმავლობაში მეტი გოლი არ გასულა და არც ბევრი სახიფათო მომენტი შექმნილა. შედეგად, დამატებითი ტაიმები დაინიშნა.

დრამა ამ მატჩში მაშინ დატრიალდა, როდესაც პენალტების სერიამდე ორიოდე წუთი რჩებოდა: ანტე რებიჩი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მასაც გასცდა და ცარიელი კარის წინ აღმოჩენილი დანიელმა მცველმა უკნიდან მოცელა. მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რომელიც მოდრიჩმა შეასრულა, მაგრამ კასპერ შმაიხელმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და ბურთი ხელებში გაიქვავა.

მატჩისშემდგომი პენალტებიც ძალიან დრამატული გამოდგა. პირველი დარტყმები ორივე გუნდის მეკარეებმა მოიგერიეს, ამის შემდეგ ორ-ორმა დარტყმამ მიზანს მიაღწია, შემდეგ კი მეკარეებმა ისევ თითო დარტყმა აიღეს. გადამწყვეტი მეხუთე დარტყმა აღმოჩნდა, როდესაც დანიელი იერგენსენის შესრულებული პენალტი სუბაშიჩმა მოიგერია, ხოლო რაკიტიჩის დარტყმულს შმაიხელმა ვერაფერი მოუხერხა.

საბოლოოდ 3-2 პენალტების სერიაში და ხორვატია მომდევნო ეტაპზე რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!