ხორვატი მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩი „ბარსელონას“ წევრი გახდება #1TVSPORT
„ფენერბახჩედან“ ხორვატი მეკარის, დომინიკ ლივაკოვიჩის ტრანსფერის თაობაზე „ბარსელონამ“ შეთანხმებას მიაღწია. კატალონიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც კიდევ 2 მილიონი ბონუსების სახით დაემატება, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ხორვატი მეკარე „ბლაუგრანას“ სრულფასოვნად, სავარაუდოდ, 2027 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, მას შემდეგ, რაც ვოიცეხ შჩესნის ხელშეკრულების ვადა ამოეწურება. კლუბი მას სწორედ პოლონელის შემცვლელად და მეორე ნომრად განიხილავს, მიმდინარე სეზონში კი ლივაკოვიჩი იჯარით სხვა გუნდში ითამაშებს.
31 წლის კარის დარაჯმა კარიერის ძირითადი წლები „ზაგრებსა“ და ზაგრების „დინამოში“ გაატარა, სტამბოლურ კლუბს კი 2023 წელს მიაშურა. გასულ სეზონში „ფენერბახჩემ“ ის იჯარით ჯერ ესპანურ „ჟირონაში“, შემდეგ კი ისევ ზაგრების „დინამოში“ გაუშვა.
🚨🔵🔴 Barcelona have reached a verbal agreement for Dominik Livaković to join from Fenerbahçe, here we go!
€2m initial fee, €2m add-ons. Plan to sign Livaković as backup GK from June 2027 when Szczesny leaves.
This season, Livaković will go out on loan as reported — follows… pic.twitter.com/sGVRnMYa12
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 21, 2026