ხორვატებმა პოზიცია ოფიციალურად დააფიქსირეს - ეს არ იყო პოლიტიკა
ხორვატებმა პოზიცია ოფიციალურად დააფიქსირეს - ეს არ იყო პოლიტიკა

ხორვატიის საფეხბურთო კავშირი (HNS) გამოეხმაურა ქვეყნის ეროვნული ნაკრების მცველის, დომაგოია ვიდას და მწვრთნელის, ოგნენ ვუკოევიჩის გამონათქვამებს, რაც ლამის პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა და გავრცელებული ცნობით, შესაძლოა, ვიდას დისკვალიფიკაციის საფუძველი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში რუსეთთან მოგების შემდეგ მათ ვიდეოჩანაწერში უკრაინის მხარდაჭერა გამოხატეს.

„HNS ხაზს უსვამს, რომ ვიდასა და ვუკოევიჩის სიტყვები უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ დიდი რაოდენობით მხარდამჭერ შეტყობინებებს, რაც მათ უკრაინიდან მოგების შემდეგ მიიღეს, ვიდასა და ვუკოევიჩს კი ამ ქვეყანასთან საკლუბო კარიერა აკავშირებთ“, – წერია ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ამასთანავე, ხორვატების საფეხბურთო კავშირმა ნაკრების წევრებს ურჩია, თავი შეიკავონ ნებისმიერი განცხადებებისგან, რომელიც შეიძლება პოლიტიკური მანიპულირების საგანი გახდეს.