ხორხელის გოლითა და საგოლე გადაცემით – „სამგურალმა“ გონიო დაამარცხა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ მოსამზადებელ ეტაპზე პირველი საკონტროლო მატჩი გამართა – გუნდის ლიგა 2-ის „გონიოს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
„სამგურალმა“ ანგარიში ლუკა ხორხელის მიერ ეფექტურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნა, საბოლოო ანგარიში კი მისი გადაცემით გიორგი ფანცულაიამ დააფიქსირა.
მომდევნო საკონტროლო მატჩს „სამგურალი“ 3 ივლისს ერევნის „პიუნიკთან“ გამართავს. შეხვედრა თბილისში, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე 12:00 საათზე დაიწყება.