ხორხე ვალდანო ჩემპიონთა ლიგაზე „რეალს“ ფავორიტად არ მიიჩნევს
ხორხე ვალდანო ჩემპიონთა ლიგაზე „რეალს“ ფავორიტად არ მიიჩნევს

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ კომენტარი გაუკეთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგებს, რომლის მიხედვითაც „რეალს“ მოუწევს შეხვედრა „ინტერთან“, „შახტართან“ და „გლადბახთან“.

„რეალი“ არ შედის ტურნირის ფავორიტთა შორის. კლუბი გარდამავალ სტადიაშია, ასე რომ, ეს ძალიან რთული იქნება.

იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, საჭიროა ყველაფერი დაემთხვეს. წარმატებისთვის საჭიროა გქონდეს კარგი ისტორია. გასაგებია, რომ „მანჩესტერ სიტის“ იოლი ჯგუფი აქვს, მაგრამ მას არ გააჩნია ღმერთისგან კურთხევა ჩემპიონთა ლიგაზე მოგებისთვის“, – მოჰყავს ვალდანოს სიტყვები გაზეთ AS-ს.

„მანჩესტერ სიტი“ ჯგუფურ ეტაპზე შეხვდება „პორტუს“, „ოლიმპიაკოსსა“ და „მარსელს“.