ხორხე ვალდანო - ბრაზილიის ნაკრები დიდი იმედგაცრუება გახდა #1TVSPORT
ხორხე ვალდანო - ბრაზილიის ნაკრები დიდი იმედგაცრუება გახდა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ხორხე ვალდანომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მთავარ იმედგაცრუებად დაასახელა.

„უდიდესი იმედგაცრუება, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ბრაზილიის ნაკრები გახდა. მე მათ ნახევარფინალში ველოდი, მაგრამ გუნდმა არ მიაქცია ყურადღება დეტალებს.

მაგალითად, ნეიმარმა, იმის ნაცვლად, რომ პირველს დაერტყა პენალტი, მეხუთე 11-მეტრიანის დარტყმა მოინდომა, რათა პირადი დიდება კიდევ უფრო აემაღლებინა. საბოლოოდ, მას საერთოდ არ მოუწია დატყმა, რადგან ბრაზილია ჯერ კიდევ მეხუთე პენალტამდე გამოვარდა.

მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაფერს დეტალები წყვეტს და აუცილებელია მათი გათვალისწინება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი გუნდი ტურნირზე უმაღლესი დონის სამი ფორვარდით და კიდევ სამი ასეთით სათადარიგოთა სკამზე“, – განაცხადა ვალდანომ COPE-სთან ინტერვიუში.

ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალში წააგო ხორვატიასთან პენალტების სერიაში.