ხორხე სამპაოლისთან კონფლიქტის გამო, აგუერო ნიგერიასთან არ ითამაშებს
ხორხე სამპაოლისთან კონფლიქტის გამო, აგუერო ნიგერიასთან არ ითამაშებს

არგენტინის ნაკრების ფორვარდი სერხიო აგუერო მონაწილეობას ვერ მიიღებს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ნიგერიის წინააღმდეგ. მიზეზი ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ხორხე სამპაოლისთან კონფლიქტია, – იტყობინება საკუთარი „ტვიტერის” მეშვეობით ჟურნალისტი ხოსე ალვარეს ჰაია.

„აგუერო არ იქნება მოედანზე ნიგერიასთან გადამწყვეტ მატჩში. სამპაოლი დასჯის მას იმისთვის, რაც ამ დღეებში მოხდა, თუმცა, საჯაროდ ფეხბურთელის არყოფნას სპორტული მიზეზებით გაამართლებს. ასე რომ, ამ ჩემპიონატზე არგენტინის ერთადერთი გოლის ავტორი, რომელმაც ორი კარგი მატჩი ჩაატარა, ნაკრებში ვერ ითამაშებს”, – დაწერა ჰაიამ.

ნიგერიასთან მატჩში, არგენტინას მხოლოდ მოგება ესაჭიროება, ამასთან, დამოკიდებულია ხორვატიისა და ისლანდიის პარალელურ შეხვედრაზე.