ხორხე მასვიდალმა აღიარა, რომ 18 აპრილს კამარუ უსმანთან ბრძოლაზე უარი თქვა
ხორხე მასვიდალმა აღიარა, რომ 18 აპრილს კამარუ უსმანთან ბრძოლაზე უარი თქვა

ხორხე მასვიდალისა და კამარუ უსმანის დაპირისპირებას შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები მოუთმენლად ელოდებიან. ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ორი გამორჩეული მებრძოლი უკვე დიდი ხანია, ერთმანეთის მიმართ აგრესიას სოციალურ ქსელებში და ასევე პირადად შეხვედრის დროს გამოხატავენ.

ამერიკულ მედიაში სულ უფრო აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უსმანი და მასვიდალი ერთმანეთს შესაძლოა 18 აპრილის ქარდზე შეხვდნენ. ეს მას შემდეგ გახდა აქტუალური რაც გაირკვა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა აღარ შედგებოდა და თითქოს სიტყვიერად კამარუც და ხორხეც საბრძოლველად მზად იყვნენ, თუმცა საბოლოოდ კონტრაქტამდე საქმე არ მივიდა.

BT Sport-თან მიცემულ ინტერვიუში ხორხე მასვიდალმა ყველა შეკითხვას გასცა პასუხი. როგორც გაირკვა მან თავად თქვა უარი ბრძოლაში მონაწილეობაზე.

„მე კონტრაქტი მაგიდაზე მედო, თუმცა, როდესაც ციფრებს ჩავხედე თანხამ არ დამაკმაყოფილო. ბიუჯეტი არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რომლებიც ჩვენ გვაკმაყოფილებს. იმ ანაზღაურებას, რასაც მე მოვითხოვ კონტრაქტში ასახული არ იყო. აქედან გამომდინარე რისკების გათვალისწინებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ბრძოლაზე უარი ვთქვა.” – განაცხადა მასვიდალმა.