ხორხე მასვიდალი ხაბიბთან საბრძოლველად მზად არის
ხორხე მასვიდალი ხაბიბთან საბრძოლველად მზად არის

ხორხე მასვიდალი, რომელიც ამჟამად ნახევრად საშუალო (welterweight) წონaში ასპარეზობს, მსუბუქ წონით დივიზიონში (lightweight) 2015 წლიდან არ გამოჩენილა. ბოლოს „ყველაზე ცუდი ბიჭის“ ქამრის მფლობელი მსუბუქ წონაში მერაბ დვალიშვილის გუნდელ ალ იაკუინტასთან დამარცხდა.

ხორხე აცხადებს, რომ მზადაა ბრძოლა გამართოს მსუბუქი წონის დაუმარცხებელ ჩემპიონთან ხაბიბ ნურმაგომედოვთან, იმ შემთხვევაში თუ კონტრაქტში მას შესაფერის თანხას შესთავაზებენ.

მას შემდეგ, რაც ხორხე ნახევარდ საშუალო წონაში აღზევდა, წარმოშობით კუბელმა ამერიკელმა დარენ ტილი, ბენ ასკრენი და ნეიტ დიაზი დაამარცხა. მასვიდალი ასევე განიხილება კამარუ უსმანის მომდევნო მეტოქედ.

„იმ შემთხვევაში თუ UFC სწორ თანხას დაასახელებს, მე მზად ვარ წონა დავიგდო და ხაბიბს შევებრძოლო. ამისათვის მე დიდი ძალისხმევა დამჭირდება და აქედან გამომდინარე მოვითხოვ შესაბამის ანაზღაურებას.” – განაცხადა ხორხემ.