ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სასამართლოში ზვიად კუპრავა დაიკითხა
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სასამართლოში ზვიად კუპრავა დაიკითხა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, სადაც ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულია დ.ღ. ზვიად კუპრავას დაკითხვა დასრულდა. სხდომა დახურულ რეჟიმში გრძელდება. როგორც კუპრავამ ჩვენების მიცემის შემდეგ განაცხადა, კითხვები დაუსვეს, თუ საიდან ქონდათ მას და მოკლული დავით სარალიძის მამას ინფორმაციები, რომელსაც ეტაპობრივად ასაჯაროებდნენ.

„ასევე, კითხვები ეხებოდა ჩანაწერს, რომელიც ტელევიზიით გავრცელდა არასრულწლოვნებთან ჩემი და ზაზა სარალიძის შეხვედრასთან დაკავშირებით, ასევე, კითხვები ეხებოდა შეხვედრის შინაარსს, რასაც ამომწურავად ვუპასუხეთ. ახალი დეტალები რაც ჩემთვის ცნობილი არ ყოფილა, სხდომაზე არ გამიგია“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.