ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი იმართება
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი იმართება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს საქმეზე დღეს ორი არასრულწლოვანი მოწმე დაიკითხება.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე არასრულწლოვნისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.
მოზარდები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. გამოძიება დ.ღ-ს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

არასრულწლოვანი ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დ.ღ. ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამას, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საუბარი უარყო.

საქმის პროკურორის, ბესიკ ქვარცხავას თქმით, არასრულწლოვნების გარდა დღეს ასევე დაიკითხება სამი სრულწლოვანი მოწმე.

„ეს მოწმეები უშუალო და პირდაპირ კავშირში არიან სისხლის სამართლის საქმესთან და ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალთან. რაც შეეხება მოწმეების ვინაობებს, თავს შევიკავებთ მათი სახელების დასახელებისგან”,-განაცხადა ბესიკ ქვარცხავამ.