ხოჭოლავას „შახტარი“ ევროპალიგის მეოთხედფინალშია - ქართველი მცველი შემდეგ ეტაპს გამოტოვებს
ხოჭოლავას „შახტარი“ ევროპალიგის მეოთხედფინალშია - ქართველი მცველი შემდეგ ეტაპს გამოტოვებს

დათა ხოჭოლავას გუნდმა, დონეცკის „შახტარმა“ ევროპალიგის მერვედფინალში გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მცველი შემდეგი ეტაპის მატჩს გამოტოვებს.

ევროპალიგის განმეორებით მეოთხედფინალური შეხვედრა დონეცკის „შახტარმა“ კიევში გამართა და გერმანული „ვოლფსბურგი“ 3:0 დაამარცხა. უკრაინელებმა გასვლაზე პირველი მატჩიც მოიგეს (2:1) და პრესტიჟული გათამაშების მეოთხედფინალში გავიდნენ.

დონეცკელები რიცხობრივ უმცირესობაში სულ 3 წუთი იყვნენ,70-ე წუთზე გერმანელების მცველი ჯონ ბრუქსი გააძევეს და დონეცკელებმა შეხვედრის დარჩენილი ნაწილი იდეალურად ჩაატარეს, 89-ე, 91-ე და 93-ე წუთებზე მეტოქის კარი სამჯერ აიღეს და საბოლოოდ, დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს – 3:0.

მეოთხედფინალური ეტაპიდან უეფა-მ ფორმატი შეცვალა, პლეი ოფის მატჩების გამარჯვებულები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება, რომელსაც გერმანიის ქალაქები უმასპინძლებენ. უკრაინული გუნდის მეტოქე „ბაზელი“-„აინტრახტის“ წყვილის გამარჯვებული იქნება.