ხოჭოლავას ნაკრების წარმომადგენელი დაელაპარაკება - „კოპენჰაგენის“ მცველს მენისკი აწუხებს #1TVSPORT
ხოჭოლავას ნაკრების წარმომადგენელი დაელაპარაკება - „კოპენჰაგენის“ მცველს მენისკი აწუხებს #1TVSPORT

როდესაც გაირკვა, რომ დათა ხოჭოლავა დანიის ჩემპიონატის შეხვედრას ატარებდა, მასთან საქართველოს ნაკრების წარმომადგენლის სატელეფონო საუბარი გადაწყდა, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლიც თანახმადაც, „ჯვაროსნების“ შემადგენლობაში ცვლილება მოხდა და დათა ხოჭოლავა გუნდის შეკრებაზე მუხლის ტრავმის გამო აღარ გამოცხადდებოდა.

თუმცა, დანიის სუპერლიგის 22-ე ტურის მატჩში, რომელიც „პარკენ არენაზე“ ამ წუთებშიც მიმდინარეობსკოპენჰაგენისა“ და „ვიბორგს“ შორის, მასპინძელთა შემადგენლობაში დავით ხოჭოლავა გამოჩნდა.

„რამდენიმე დღის წინ დავით ხოჭოლავასა და ვილი სანიოლს შორის კომუნიკაცია შედგა, ქართველ მცველს მუხლი აწუხებს და სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ გადაწყდა, რომ ფეხბურთელის თამაშის შანსი ეროვნულ ნაკრებში ნულოვანი იყო.

ხოჭოლავას დღევანდელი თამაშის შესახებ ინფორმაცია ეროვნულ ნაკრებში არ ჰქონიათ, ხოლო კოპენჰაგენის მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელსა და ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს შორის სატელეფონი ზარი იგეგმება“, – წერია Geo Team-ის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

საქართველოს პირველი არხისთვის კი ცნობილი გახდა, რომ სინამდვილეში ხოჭოლავას მენისკი მართლა აწუხებს და „ვიბორგთან“ ნემსით ითამაშა, მაგრამ ხვალ ოპერაცია აქვს გასაკეთებელი და ასეთ მდგომარეობაში ნაკრებში მისი თამაში სარისკო იყო.