ხოჭოლავამ თასზე გაიტანა და „კოპენჰაგენი“ მერვედფინალში გაიყვანა [ვიდეო] #1TVSPORT

დათა ხოჭოლავამ დანიაში გაიტანა და „კოპენჰაგენს“ თასის 1/16-ფინალში „ჰობროსთან“ გასვლითი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა.

საქართველოს ნაკრების მცველი „კოპენჰაგენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „კოპენჰაგენმა“ გასვლაზე ითამაშა პირველი დივიზიონის (რანგით მეორე საფეხბურთო ლიგა დანიაში) გუნდთან და დიდ წინააღმდეგობას წააწყდა.

ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ანგარიში მე-4 წუთზე მადს ფრეუნდლიხმა გახსნა. დანიის მოქმედ ჩემპიონს დაბალი ლიგის გუნდთან იოლი თამაში არ ჰქონდა, მაგრამ 66-ე წუთზე წონასწორობა მაინც აღადგინა – „ჰობროს“ კარი ხოჭოლავამ აიღო.

81-ე წუთზე სტუმრები კაცნაკლულები დარჩნენ – „კოპენჰაგენის“ ისლანდიელ შემტევ ნახევარმცველს, ჰაკონ არნარ ჰარალდსონს მთავარმა არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა.

ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და გამარჯვებული ვერ გამოავლინა. დაინიშნა დამატებითი მე-2 ტაიმი, მეტოქეებმა გამარჯვების გოლის გატანა ვერც ამ პერიოდში მოახერხეს და დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც უკეთ „კოპენჰაგენმა“ შეასრულა (5:3) და დანიის 1/16-ფინალში გავიდა.