ხოჭოლავამ „ჰელსინგორს“ გაუტანა - „კოპენჰაგენმა“ ამხანაგური მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ხოჭოლავამ „ჰელსინგორს“ გაუტანა - „კოპენჰაგენმა“ ამხანაგური მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

დათა ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“ სეზონის განახლებამდე საკონტროლო შეხვედრა დანიის პირველი ლიგის „ჰელსინგორთან“ გამართა და დაძაბული შეხვედრა მინიმალური ანგარიშით მოიგო.

დათა ხოჭოლავა დანის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო. 32-ე წუთზე „ჰელსინგორი“ ლიამ ჯორდანის დარტყმით დაწინაურდა. „კოპენჰაგენმა“ უპირატესობა შედეგში მხოლოდ მეორე ტაიმში ასახა. 48-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მცველმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავით მიმართულება შეუცვალა და წონასწორობა აღადგინა.

 

მოგვიანებით, ხოჭოლავა ნორვეგიის 19-წლამდელების მცველმა ეთან ამუნდსენ-დეიმ შეცვალა, „კოპენჰაგენმა“ კი ზეწოლა გაზარდა და შედეგს მიაღწია. გოლები ორი ისკარსონის და ვილიამ ბოვინგის ანგარიშზეა. საბოლოო ანგარიში „ჰელსინგორთან“ მოთამაშე მათიას ბილმა დააფიქსირა 3:2 „კოპენჰაგენის“ სასარგებლოდ.

დანიის სუპერლიგაში სეზონი 18 თებერვალს მე-18 ტურის მატჩებით განახლდება, დათა ხოჭოლავა და „კოპენჰაგენი“ კი 20 თებერვალს ითამაშებს და „პარკენ არენაზე“ „ოდენსეს“ მიიღებენ.