ხოჭოლავამ ევროპალიგის ნახევარფინალში შეუცვლელად ითამაშა - „ინტერმა" „შახტარი" დაამარცხა და ფინალშია (ვიდეო)

ევროპალიგის ფინალში „სევილიას“ „ინტერი“ დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში დავით ხოჭოლავას „შახტარი“ დაამარცხა.

დათა ხოჭოლავა იმ იშვიათ ქართველ ფეხბურთელთა შორის მოხვდა, რომელმაც ევრიპალიგის ნახევარფინალში ითამაშა. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა და მისმა გუნდმა დონეცკის „შახტარმა” ფინალამდე ვერ გაარწია.

ნახევარფინალურ მატჩში დათა ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა მილანის „ინტერთან” და 0:5 დამარცხდა. მატჩი გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში „ესპრიტ არენაზე” გაიმართა.

ანგარიში მე -19 წუთზე, ლაუტარო მარტინესმა გახსნა. მეორე ტაიმის შუაში, იტალიური კლუბის უპირატესობა დანილო დაბროზიომ გაზარდა. 74-ე წუთზე მარტინესმა დუბლი შეასრულა, ხოლო ამის შემდეგ დუბლით თავი რომელუ ლუკაკუმ გამოიჩინა და იტალიელებმა 5:0 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ლუკაკუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ლიგის ზედიზედ 10 შეხვედრაში გაიტანა.

ფინალი 21 აგვისტოს გერმანიის ქალაქ კიოლნში გაიმართება – „ინტერი” ესპანურ „სევილიას” დაუპირისპირდება.

ინტერი-შახტარი 5:0

გოლები: მარტინესი (19′ 1:0), დ’ამბროზიო (64′ 2:0), მარტინესი (74′ 3:0), ​ლუკაკუ (78′ 4:0), ​ლუკაკუ (83′ 5:0)

ინტერი: ჰანდანოვიჩი, გოდინი, დე ვრეი, ბასტონი, დ’ამბროზიო (მოზესი 81), ბარელა, ბროზოვიჩი (სენსი 85), გალიარდინი, იანგი (ბირაგი 66), ლუკაკუ (ესპოზიტო 85), მარტინესი (ერიკსენი 81)

შახტარი: პიატოვი, დოდო, კრივცოვი, ხოჭოლავა, მატვიენკო, მარკოს ანტონიო, სტეპანენკო, მარლოსი (კონოპლიანკა 75), ალან პატრიკი (სოლომონი 59), ტაისონი, მორაესი