ხოჭოლავამ დანიაში სადებიუტო გოლი გაიტანა - „კოპენჰაგენმა“ „ბრონდბიუ“ დაამარცხა #1TVSPORT
ხოჭოლავამ დანიაში სადებიუტო გოლი გაიტანა - „კოპენჰაგენმა“ „ბრონდბიუ“ დაამარცხა #1TVSPORT

დათა ხოჭოლავამ დანიის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა – ეს სუპერლიგის მე-2 ტურში მოხდა, რომელშიც ქართველი მცველის გუნდი „კოპენჰაგენი“ ტრადიციულ და პრინციპულ მეტოქეს, „ბრონდბიუს“ დაუპირისპირდა.

პარკენ არენაზე“ გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა. „კოპენჰაგენი“ ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ „ბრონდბიუმ“ ორჯერ აღადგინა წონასწორობა. დათა ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა და „ბრონდბიუს“ კარი 45-ე წუთზე აიღო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო.

საბოლოოდ, „კოპენჰაგენმა“ მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა და 4:2 მოიგო, ოთხი ტურის შემდეგ 8 ქულა დააგროვა და დანიის სუპერლიგაში მესამე პოზიციაზე დაწინაურდა.

დათა ხოჭოლავა დანიის ჩემპიონ „კოპენჰაგენში“ წელს, ზაფხულში დონეცკის „შახტარიდან“ გადავიდა, სადაც 2017  წლიდან თამაშობდა. საქართველოს ნაკრების მცველმა უკვე გუნდის შემადგენლობაში დანიის ჩემპიონატის გარდა, ევროსარბიელზეც ითამაშა.