ხოჭოლავა ტრავმირებულია - ვერც ნაკრებს დავეხმარები და ვერც კლუბს
ხოჭოლავა ტრავმირებულია - ვერც ნაკრებს დავეხმარები და ვერც კლუბს
საქართველოს ნაკრებს, რომელიც სექტემბერში ორ შეხვედრას ჩაატარებს, დონეცკის „შახტარის“ მცველი, დათა ხოჭოლავა დააკლდება.
 
ინფორმაცია ფეხბურთელმა დაადასტურა, რომელიც განიცდის, რომ საქართველოს ნაკრების მატჩების გარდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშებსაც გამოტოვებს.
„ვარჯიშის დროს მხარი ამომივარდა. გამოჯანმრთელებისთვის 3-4 კვირა მაინც დამჭირდება. სავარაუდოდ, მომდევნო საკლუბო და სანაკრებო მატჩებს გამოვტოვებ“ – განაცხადა უკრაინულ გამოცემა „ტრიბუნასთან“ დათა ხოჭოლავამ.
საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს სამხრეთ კორეას სტამბულში ამხანაგურ მატჩში შეხვდება, ხოლო 8 სექტემბერს ევრო2020-ის შესარჩევ ციკლში დანიას „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნების“ შეკრება დღეს სტამბულში დაიწყო.