ხოჭოლავა სტატისტიკამ აღიარა - ქართველი უკრაინის საუკეთესოთა ათეულშია
ხოჭოლავა სტატისტიკამ აღიარა - ქართველი უკრაინის საუკეთესოთა ათეულშია

დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის პირველი წრის საუკეთესო ათეულში დაასახელეს – უკრაინული მედიის ცნობით, შედეგები სტატისტიკური კომპანია Instat-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა.

Instat-ის პროგრამა აფიქსირებს, თამაშის დროს ვინ რამდენი კილომეტრი დაფარა, ასევე მოგებული ორთაბრძოლების, კარში დარტყმების და ათასგვარ სტატისტიკას.

სეზონის პირველ ნახევარში უკრაინის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დონეცკის „შახტარის“ მცველი ისმაილი დაასახელეს, რომელსაც საშუალოდ 312 ქულა აღმოაჩნდა, ხოლო საქართველოს ნაკრების მცველი მეათე ადგილზე გავიდა – მისი საშუალო მაჩვენებელი 113 მატჩში 263 ქულაა.

აღსანიშნავია, რომ პირველ სამეულში მხოლოდ „შახტარის“ ფეხბურთელები მოხვდნენ, საუკეთესო ათეულში კი სხვა გუნდიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელია.