ხოჭოლავა ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა - „კოპენჰაგენმა“ გასვლაზე „სივასპორი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ხოჭოლავა ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა - „კოპენჰაგენმა“ გასვლაზე „სივასპორი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

კონფერენს ლიგის პლეიოფში დათა ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ გასვლაზე „სივასპორს“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ თურქულმა კლუბმა წინა ეტაპიდან ბათუმის „დინამო“ გამოაგდო.

სივას არენაზე“ გამართულს შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მცველი დანიელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, 42-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

სტუმრებმა მატჩი კარგად ჩაატარეს და ანგარიშის გახსნის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ 55-ე წუთზე გაიტანეს. თურქული კლუბის კარი კუთხურის გათამაშების შემდეგ კევინ დიქსმა აიღო.

სივასპორმა“ წონასწორობა მალე აღადგინა – 59-ე წუთზე დანიელების კარი ჯეიმს ლეკემ აიღო. ხოჭოლავას ბრალი ამაში არ ყოფილა, რადგან ბურთი მეორე ცენტრალური მცველის პოზიციიდან გავიდა.

კოპენჰაგენმა“ მასპინძლებს მოგების იმედი სულ რაღაც ერთ წუთში გადაუწურა და მეორეც გაიტანა – სწრაფი კონტრშეტევა თავური დარტყმით იენს სტეიჯმა დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დანიის ჩემპიონმა გასვლაზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 2:1. განმეორებითი მატჩის წინ, რომელიც 26 აგვისტოს კოპენჰაგენის „პარკენ-არენაზე“ გაიმართება, „კოეპნჰაგენმა“ უპირატესობა მოიპოვა და კონფერენს ლიგის პირველი გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის მშვენიერი შანსი გაუჩნდა.