ხობის „კოლხეთის“ 14 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ხობის „კოლხეთის“ 14 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ 14 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, 14-ვე მოთამაშე სახლში მკურნალობს და არც ერთ მათგანს ჯერჯერობით გართულება არა აქვს.

12 ფეხბურთელი ადგილობრივია, ორი კი საქართველოს სხვა საფეხბურთო კლუბიდან არის მოწვეული. დღეს, 17 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 44 შემთხვევა დაფიქსირდა.