ხოაკინის ისტორიული ჰეთ-თრიკი და „ბეტისის“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
ხოაკინის ისტორიული ჰეთ-თრიკი და „ბეტისის“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება

„რეალ ბეტისის“ კაპიტანი ხოაკინ სანჩესი „ლა ლიგის“ ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში სამი გოლის გატანა შეძლო. 38 წლის ხოაკინმა ეს ბილბაოს „ატლეტიკთან“ საშინაო შეხვედრაში გააკეთა და სამივე გოლი მატჩის პირველ 20 წუთში გაიტანა.

სტუმრებმა ამას მხოლოდ ორი გოლით უპასუხეს: ჯერ ინიაკი უილიამსმა გაიტანა პენალტით პირველი ტაიმის მიწურულს, 75-ე წუთზე კი ბერჩიჩემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:3 „ბეტისის“ სასარგებლოდ.

ამ ჰეთ-თრიკით ხოაკინმა თვით ალფრედო დი სტეფანოს რეკორდი მოხსნა: 1964 წელს ლეგენდრულმა არგენტინელმა ერთ მატჩში სამი გოლის გატანა 37 წლის ასაკში მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა სევილიური კლუბისთვის, რომელიც ახლა სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „ატლეტიკს“, მათ ოთხმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტეს და მეექვსე ადგილზე არიან.

დატოვე კომენტარი